გორკა გომეს ანდრეუ SPOTLIGHT AWARD-ის მფლობელი გახდა

 ლოს-ანჯელესში Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 31-ედ გაიმართა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, პრესტიჟულ ჯილდოს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება ყოველწლიურად გასცემს.
წელს სხვადასხვა ნომინაციაში ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები იყო წარდგენილი, როგორიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.
ერთ-ერთი ჯილდოსთვის Spotlight Award 3 სხვა ნომინანტთან ერთად იბრძოდა ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ფილმისთვის “სხვისი სახლი”, რომელმაც ნომინაციაში გამარჯვება და ჯილდოს მოპოვება შეძლო.
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი-ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები