უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციური ფრთის დეპუტატის განცხადებას ტყუილი უწოდა

უმცირესობის დეპუტატის, გიორგი კანდელაკის დღევანდელ განცხადებებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით,  უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი – მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს.
„ორი მხარე აქვს კანდელაკის განცხადებას და ბრიფინგს – ერთი, ეს არის ტყუილი, რომელიც მან განაცხადა და ინიციატორზე გაახმოვანა არასწორი ინფორმაცია. სინამდვილეში, ეს არის მთლიანი პაკეტი, რომელიც 28 დეკემბერს ჩვენ მიერ მიღებულ იქნა და რატომღაც თვენახევრის შემდეგ გაახსენდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მეორე მხარე ამ ყველაფრისა, რომ მან გააძლიერა იერიში სასამართლო სისტემაზე, ხელისუფლებაზე, დემოკრატიაზე, პროგრესზე და ეს არის სწორედ დღევანდელი ბრიფინგის მიზანი, რომ მან დაამატა არგუმენტები, თითქოს რაღაც საოცრება ხდება ამ კანონის მიღებით. სინამდვილეში, ეს არის კანონი, რომელიც მიღებულ იქნა თვენახევრის წინ, რომელზეც მიდის დღესაც მსჯელობა და ამიტომ, მისი დღევანდელი ბრიფინგი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იერიშის გაძლიერებას ნეგატიურ პიარკამპანიაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია “ევროპული საქართველო” „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უქმდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები