ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 2.6656 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.
1 ევროს ღირებულება კი 2.8439 ლარია მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8770 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0331 ლარი შეადგინა.