2016 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალი ნავთობის გაყიდვისგან ორჯერ შემცირდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, რომ 2016 წელს ნავთობის და გაზის გაყიდვიდან „ისლამური სახელმწიფოს” შემოსავალმა 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ. როდესაც 2015 წელს ამ გზით მიღებული შემოსავალი 500 მილიონი იყო.
შემოსავლის 80%-ს დაჯგუფება სწორედ ნავთობის და გაზის გაყიდვისგან, ასევე რეკეტის და გამოძალვის გზით იღებს. გუტიერეშმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებაზე ბოლო დროს სირიასა და ერაყში წარმატებული შეტევა განხორციელდა.
ამის გამო. დაჯგუფება ცდილობს, რომ ტერორისტული საქმიანობა ძირითადად, სირიის და ერაყის გარეთ განახორციელოს და ამის გამო ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ ძალზე მაღალია. ასევე, გენმდივანმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ აქტიურად ახორციელებს ახალი წევრების „დავერბოვკებას“.