აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სააპელაციო სასამართლოს ტრამპის ბრძანებულების აღდგენას სთხოვს

 აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებულებას იცავს და სააპელაციო სასამართლოს მისი მოქმედების აღდგენას სთხოვს, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიეტლის სასამართლომ „ამ ბრძანებულების გაუქმების დროს შეცდომა დაუშვა“. ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც მას მუშაობაში ხელს უშლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები