დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციას ხვდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელორუსიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას ხვდება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო, მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი და არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მესენკევიჩი. შეხვედრაზე განიხილება საქართველო – ბელორუსიის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ელჩი ბელორუსიაში დავით კოტარია და ბელორუსიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრეი სოკოლოვი.