ვახტანგ ყოლბაია: უნდა გამოინახოს რესურსი ყველა დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

“სახელმწიფო ჯერ არ შეჯერებულა იმაზე, თუ საიდან მოხდება რესურსის მოძიება დევნილთა ბინების მშენებლობის დასაფინანსებლად”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.
ყოლბაია იმ ხმაურზე აკეთებს აქცენტს, რაც დევნილთა შემწეობებმა გამოიწვია და ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. ყოლბაიას ინფორმაციით, სამინისტრო ჯერჯერობით საბოლოო ფორმატზე არ შეჯერებულა. როგორც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რეფორმის გატარება ხდება არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების ფონზე.
„ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ყველა დევნილი დააკმაყოფილოს საცხოვრებლით, ამისთვის საჭიროა რაღაც რესურსის მოძიება, იყო საუბარი სხვადასხვა ვარიანტებზე, მაგრამ საბოლოოდ, ეს საკითხი არაა გადაწყვეტილი. ეს სისტემა საჭიროებს რეფორმას, განიხილებოდა 45-ლარიანი შემწეობების საკითხიც, თუმცა ამ შემწეობების სრულიად მოხსნაზე საუბარი არ ყოფილა, იყო ვერსია, რომ ეს შემწეობა მოეხსნებოდათ იმ დევნილებს, ვისი შემოსავალიც 1000 ლარს აღემატება და ვინც ბინით უზრუნველყოფილია, თუმცა ამ პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სტრუქტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილებების მიღებაც მოხდება შესაბამისად, ყველას აზრის გათვალისწინების შემდეგ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები