არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.
„ვეტო აუცილებლად დაიძლევა. რაც შეეხება შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც ვეტოშია მოცემული, ჩვენ ამას ვეტოს დაძლევამდე განვიხილავთ და იმ საკითხებს, რომელზეც საკმარისი არგუმენტაციაა, გავითვალისწინებთ “, – განაცხადა არჩილ თაკალვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები