დღეს კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

დღეს კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
”თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევისა და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის გამგეობის მოთხოვნით, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურისა და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები