დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის დროულ ანაზღაურებას და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას ითხოვენ

“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ზარალის დროულ ანაზღაურებას და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ალტერნატიული ფართის გამოყოფასაც მოითხოვენ, რათა მუშაობის გაგრძელება შეძლონ.
მოვაჭრეების ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მათი თქმით, ძირითადი ყურადღება „ოქროს სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე დაზარალებულებს ეთმობა, ხოლო სხვა ნივთებით მოვაჭრეებს ყურადღებას არც „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაცია და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ აქცევენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი უკვე დავას სამართლებრივად გააგრძელებენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართონ.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტიც” შეუერთდა . ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ის მზად არის, დაზარალებულ მოვაჭრეებს იურიდიული კონსულტაციები გაუწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები