ტრამპი ირანს “ნომერ პირველ ტერორისტულ ქვეყანას” უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს “ნომერ პირველ ტერორისტულ ქვეყანას” უწოდებს და მის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს მისალმება. ტრამპი აცხადებს, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია“.

„ირანი ჩვენ საერთოდ არ გვცემს პატივს. ეს ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა. ისინი ყველგან ფულს და იარაღს აგზავნიან“, – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია “Fox News”-ის ეთერში.
ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას – „არსებობს თუ არა აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე?“ „არა, ჩვენ მათ არ ვაშინებთ, მაგრამ ისინი აშშ-ის მიმართ სრულ უპატივცემულობას იჩენენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ირანთან ბირთვულ იარაღზე გაფორმებული შეთანხმება. ტრამპი აცხადებს, რომ ამით აშშ-მა ირანს „1,7 მილიარდი დოლარი აჩუქა“. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე ზეწოლას სანქციებით მოახდენს.
გასულ კირას ვაშინგტონმა სანქციების სიაში 12 ირანული სტრუქტურა და 13 ადამიანი შეიყვანა. ისინი ბალისტიკური რაკეტების შექმნასთან არიან დაკავშირებული.
რამდენიმე დღის წინ, ირანმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რასაც ვაშინგტონის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები