იმედა დარსალია: ყოველთვის მქონდა პრეტენზია, რატომ ვუხდიდი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ფულს

„ყოველთვის მქონდა პრეტენზია რატომ ვუხდიდი საზმაუს ფულს. დღეს პირველად მივიღე პასუხი, რომ ჩემი გადახდილი ფული ნამდვილად წყალში ან ვიღაცის ჯიბეში გადაიყარა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი იმედა დარსალია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას, არხზე გადაცემების დროებით შეჩერების შესახებ.როგორც იმედა დარსალია სოციალურ ქსელში, საკუთარ სტატუსში აღნიშნავს, იგი ფიქრობს, რომ ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ეთერიდან არასდროს უნდა გაქრეს.
„ყოველთვის მქონდა პრეტენზია, რატომ ვუხდიდი საზმაუს ფულს. დღეს პირველად მივიღე პასუხი, რომ ჩემი გადახდილი ფული ნამდვილად წყალში ან ვიღაცის ჯიბეში გადაიყარა. 410 მილიონით მივიღე რეიტინგი 2 და კრიზისი არხზე. ასეთი გამჭვირვალობა საზოგადოების, ანუ ჩვენს არხზე რაც ხდება, ამ დრომდე არ მახსოვს.
მტკივნეული პროცესია, მაგრამ რადიკალური ცვლილებების დროა. კიდევ უფრო მტკივნეულია, როცა ფულს ვიხდი მხოლოდ ვიღაცების ოჯახის წევრების დასაქმებაში. ახალი შენობა, თანამედროვე ტექნიკა და დამსახურებულად მაღალი ხელფასები თანამშრომლებს. ხოოო… კიდევ ჟურნალისტი დირექტორისგან რატომ იღებდა ნებართვას, რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა, ეს ვერ გავიგე. სწორი შენიშვნა კი მიიღო. ნინო ზაუტაშვილი ეთერიდან არასდროს უნდა გაქრეს, მე ვფიქრობ“, – წერს იმედა დარსალია.
შეგახსენებთ, დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლოა, 102 გადაცემა გაჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები