შეხვედრა რუსუდან რუხაძესთან გაიმართება
დღეს, 6 თებერვალს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ რუსუდან რუხაძესთან შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაზე შედგება საუბარი თემაზე: „პერონაჟები ქმნიან ავტორებს“.
2013 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა რუსუდან რუხაძის პირველი კრებული – „ჩაისთან მოსაყოლი ამბები“, რომელიც ლიტერატურული პრემია საბას 2014 წლის ნომინანტია საუკეთესო დებიუტისთვის. კრებული თარგმნილია თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
2016 წელს კი გამოიცა მწერლის მეორე კრებული „ერთი თქვენგანი გამცემს“.