Qatar Airways -ის ავიალაინერმა ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისი შეასრულა
ავიაკომპანია “Qatar Airways”-ის ავიალაინერმა ისტორიაში ყველაზე გრძელი მარშრუტის სამგზავრო რეისი შეასრულა. ის ყატარის დედაქალაქ დოჰიდან ახალი ზელანდიის ოკლენდში ჩაფრინდა. ფრენის ხანგრძლივობამ 16 საათი და 15 წუთი შეადგინა.
თვითმფრინავმა “Boeing 777-200”-მა 14,5 ათასი კილომეტრი გაიფრინა და ოკლენდში დაგეგმილზე 15 წუთით ადრე ჩაფრინდა. უკან, ყატარის დედაქალაქში დაბრუნებას, სავარაუდოდ, 18 საათი დასჭირდება.
გამოცემა “New Zealand Herald”-ის ინფორმაციით, ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ოკლენდში საზეიმო კონცერტი გაიმართება, რომელზეც ახალი ზელანდიელი მომღერალი კიმბრა იმღერებს.
მომავალ წელს ავიაკომპანია “Singapore Airlines”-ი ნიუ-იორკში პირდაპირი რეისების აღდგენას გეგმავს, მისი ხანგრძლივობა 19 საათი იქნება.