ჩინეთში ატრაქციონების პარკში 13 წლის გოგო დაიღუპა

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის ატრაქციონების პარკში 13 წლის გოგო დაიღუპა. ის ატრაქციონიდან გადმოვარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დამცავი ღვედი ცუდად იყო შეკრული. ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შემდეგ, ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჩინეთის ხელისუფლებამ, ამ პარკში შემოწმებამდე, ყველა ატრაქციონის მუშაობა  გააჩერა.

Untitled 444222

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები