აშშ-ს სასამართლომ ტრამპის საჩივარი არ დააკმაყოფილა
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სააპელაციო საჩივარი ამერიკის შეერთებული შტატების სასმართლომ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიხედვით, შვიდი მუსულმანური სახელმწიფოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ამერიკაში შესვლა აეკრძალათ.განკარგულებას ტრამპმა ხელი 27 იანვარს მოაწერა.
ამასთან, აშშ-ში შეჩერებულია ლტოლვილების მიღება.