რუსეთში გრიგორი იავლინსკი საპრეზიდენტო კამპანიაში ერთვება

რუსეთის პოლიტიკურმა გაერთიანება „იაბლოკომ“ ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ცნობისთვის, გრიგორი იავლინსკი 1996 და 2000 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.
შარშან შემოდგომაზე ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერც საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია სასურველ შედეგს.  “იაბლოკომ“ სახელმწიფო დუმაში ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები