იმ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც ტრამპმა ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა, აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა ეს უფლება აღუდგინა

აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურმა ავიაკომპანიებს აცნობა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა, შეუძლია შეერთებულ შტატებში ჩასვლა. ეს განცხადება სამსახურმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც სიეტლის სასამართლომ დონალდ ტრამპის ბრძანებულების მოქმედება შეაჩერა.
ავიაკომპანია Qatar Airways-ში განაცხადეს, რომ ეს შეტყობინება მიიღეს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს რეისებზე დაუყოვნებლივ დაუშვებენ.
თავის მხრივ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ამ  გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. იუსტიციის უწყება ტრამპის ბრძანებულებას მართებულს უწოდებს.
ცნობისთვის 28 იანვარს 7 ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანებულების ხელმოწერიდან 100 ათასამდე უკვე მოქმედი ამერიკული ვიზა გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები