მამაკაცი, რომელმაც ლუვრში თავდასხმა განახორციელა, ეგვიპტის მოქალაქეა

მამაკაცი, რომელმაც პარასკევს პარიზის ცენტრში, ლუვრის მახლობლად სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა, ეგვიპტის მოქალაქეა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი საფრანგეთის დედაქალაქში დუბაიდან 26 იანვარს, ერთთვიანი ტურისტული ვიზით ჩავიდა.
ამჟამად გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ  თანამზრახველიც ჰყავდა.
ცნობისთვის, თავდასხმა სამხედროებზე პარიზის ცენტრში პარასკევს მოხდა. თავდამსხმელმა მათ დანით ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა სამხედრომ ტერორისტი მუცელში დაჭრა და ის დააკავეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი პოლიციელების და სამხედროების პროფესიონალიზმი აღნიშნა, რომლებმაც თავდამსხმელის გაუვნებელყოფა შეძლეს.

_93949590_688242fe-12d2-4311-8559-ba034bc7e652

_93950975_louvre_search_epa

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები