ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკას კუბასთან დაკავშირებითაც ცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკას კუბასთან დაკავშირებითაც ცვლის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა განაცხადა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ახალ ძირითადი ყურადღება კუბაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე იქნება გამახვილებული.
2015 წელს აშშ-მა კუბის წინააღმდეგ სანქციები შეასუსტა, გააუქმა სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვები და კუბაში ამერიკულ კომპანიებს წარმომადგენლობების გახსნის უფლება მისცა.
ასევე, აშშ-მა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. 2016 წელს კი კუბას ოფიციალური ვიზიტით შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ბარაკ ობამა ეწვია.
ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტრომაც მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები