სიეტლის შტატის სასამართლომ მიგრანტებთან დაკავშირებით ტრამპის ბრძანებულება შეაჩერა

აშშ-ის სიეტლის შტატის სასამართლომ შეაჩერა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებულება, რომელიც ლტოლვილებსა და მიგრანტებს ეხება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ის მანამდე იმოქმედებს, ვიდრე სასამართლო ადგილობრივი პროკურატურის სარჩელს არ განიხილავს. პროკურატურა ბრძანებულების ძირითადი ნაწილის უკანონოდ ცნობას მოითხოვს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო უახლოეს მომავალში სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ვაშინგტონის შტატის პროკურორმა, ბობ ფერგიუსონმა ტრამპის ბრძანებულების შეჩერებას „აშშ-ში კანონის უზენაესობის გამარჯვება“ უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ბრძანებულების გამოცემის შემდეგ, შეერთებული შტატების 100 ათასამდე უკვე მოქმედი ვიზა გაუქმდა.
დონალდ ტრამპის მიერ 28 იანვარს გამოცემული ბრძანებულების მიხედვით, სუდანის, იემენის, ლიბიის, სომალის, ერაყის, ირანის და სირიის მოქალაქეებზე აშშ 90 დღის განმავლობაში ვიზებს არ გასცემს. ასევე გაურკვეველი ვადით შეჩერებულია სირიელი ლტოლვილების მიღების პროგრამა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღება 120 დღით შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები