ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰიულ მაგნე ბუნევიკი ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს, ვინაიდან ის 2014 წელს ირანში იმყოფებოდა. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ჩათვალეს, რომ ის “პოტენციური ტერორისტია“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პოლიტიკოსი მაშინვე დააკავეს, როგორც კი პასპორტში ირანში ჩასვლის შესახებ ჩანაწერი აღმოუჩინეს. მათ სულაც არ ადარდებდა ის ფაქტი, რომ ბუნევიკი აშშ-ში ევროპიდან ჩაფრინდა.
„მე მესმის, რომ აშშ-ში შესაძლოა ტერორისტებმა შეაღწიონ და ამის გამო ისინი დამატებით ზომებს იღებენ. მაგრამ ამ ადამიანებისთვის საკმარისი იყო ენახათ, რომ მე 2014 წელს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ირანში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი” – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ფაქტის კომენტირებისას.
პოლიტიკოსმა აეროპორტში ერთ საათზე მეტ ხანს გაატარა, თავდაპირველად ის აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული პირების შემოწმების ოთახში მიიყვანეს, ხოლო 40 წუთის შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს. ირანში ჩასვლის გარემოებების შესახებ ყოფილი პრემიერის დაკითხვა კიდევ 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები