სირიის ქალაქ რაქას წყალი არ მიეწოდება
სირიის ქალაქ რაქას, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს, სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალსადენი საერთაშორისო კოალიციის მიერ ავიადარტყმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა გამოცემებმა ამ ფაქტს უკვე უწოდეს „რაქის განადგურება სიჩუმეში“. ქალაქში მყოფი თვითმხილველების ინფორმაციით, ავიადარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე. მათ შორის, დაზიანდა ხიდი, რომელზეც წყალსადენი გადიოდა.
რაქას 2014 წლის იანვრიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ის სირიაში ისლამისტების არაოფიციალური დედაქალაქია. ამჟამად ქურთი მოხალისეები, „სირიის თავისუფალი არმია“ და საერთაშორისო კოალიცია ქალაქზე შეტევას ახორციელებს.