ლუკაშენკო რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ლუკაშენკო დანკვერტს რუსეთში ბელორუსული საქონლის მიწოდებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ჩვენ დანკვერტების და მისი მსგავსი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღვძრათ, სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენების ბრალდებით”, – განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, სერგეი დანკვერტმა განაცხადა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს როგორც მასზე, ასევე მთელ უწყებაზე.
გასული წლის დეკემბერში „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბელორუსია ცდილობს,  ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ამ ქვეყნიდან რუსეთში ხშირად კონტრაბანდული საქონელი ხვდება. კერძოდ, საუბარია საქონლის ხორცზე. „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, ბელორუსია რუსეთში აკრძალული ევროპული საქონლის ხორცის რეექსპორტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები