საკეისრო კვეთა ადამიანის ევოლუციაზე მოქმედებს

მეცნიერების განცხადებით, ის ფაქტი, რომ ქალები ფიზიოლოგიურ მშობიარობას სულ უფრო ხშირად საკეისრო კვეთას ამჯობინებენ, ადამიანის ევოლუციაზე აისახება. კერძოდ, თუ ადრე ვიწრომენჯიანი ქალები დიდ ბავშვებს ვერ აჩენდნენ და მშობიარობის დროს ბავშვი ან დედაც და ბავშვიც იღუპებოდნენ, ახლა ეს შესაძლებელი გახდა. შესაბამისად, ასეთი ქალები გენებს მომავალ თაობებს გადასცემენ.
ანუ მეცნიერების კვლევის მიხედვით, სახეზეა ვიწრომენჯიანი ქალების რაოდენობის ზრდა და ადამიანის საშუალო წონის მატებაც.
სტატისტიკური მონაცემებით, თუ გასული საუკუნის 60-იან წლებში 1000 ქალიდან საკეისრო კვეთა 30 ქალს სჭირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ანუ სახეზეა საკეისრო კვეთების ზრდა დაახლოებით 20%-ით.
როგორც ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ მიტეროეკერი აცხადებს, მეცნიერთა მიზანი არ ყოფილა მშობიარობაში სამედიცინო ჩარევის გაკრიტიკება, მათ სურთ, ამ ფაქტს ევოლუციის მხრივ ახსნა მოუძებნონ.

16507199_10207890083001594_1350188590_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები