პარიზის ცენტრში სამხედრო მოსამსახურემ მამაკაცი დაჭრა, რომელიც ლუვრში შეჭრას ცდილობდა (ვიდეო)
პარიზის ცენტრში სამხედრო მოსამსახურემ დანით შეიარაღებული პირი დაჭრა, რომელიც ლუვრში შეჭრას ცდილობდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედი ჯარისკაცს თავს დაესხა. მას ხელში დანა და ჩემოდანი ეჭირა.
ამჟამად ლუვრის გარშემო ტერიტორია პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული. საფრანგეთის შსს-ში აცხადებენ, რომ ეს “ძალზე სერიოზული“ ინციდენტია.