ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირისთვის თურქეთში ათობით ადამიანი დააკავეს
აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირისთვის თურქეთში ათობით ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის ოთხი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციის ერთი ოფიცერია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ცნობისთვის, თურქეთში რამდენიმე დღის წინ ფეთჰულაჰ გიულენის ახლო ნათესავი დააკავეს. ანკარა გიულენს გასული წლის 15 ივლისს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.