თურქეთში 5 ქართველი დააკავეს, რომლებიც ძველი ყურანის გაყიდვას ცდილობდნენ

თურქეთის რიზეს პროვინციაში, არდაშენის რაიონში ხუთი ქართველი დააკავეს, რომლებიც 150 წლის წინათ ოსმალეთის იმპერიაში დაწერილი ძველი ყურანის გაყიდვას ცდილობდნენ. ამის შესახებ გამოცემა sozcu.com იუწყება.
ოპერაცია თურქეთის ჟანდარმერიამ ჩაატარა. დაკავებულთა ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 6 ცალი ძველი ყურანი, ცეცხლსასროლი იარაღი, 5 დანა, 12 აბი ნარკოტიკული ნივთიერება და ასევე კანაფის თესლი. გამოცემა დაკავებულთა სახელებსაც აქვეყნებს. ესენი არიან გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე და კობა ლიპარტელიანები, სულხან მუკბანიანი და ირაკლი გორდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები