კაიროში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირშია ეჭვმიტანილი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ სააგენტო „ტასი” იუწყება.
მამაკაცი 15 დღე-ღამით არის დაკავებული. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ეგვიპტის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდა. რუსეთის მოქალაქის მეტსახელი აბდელ ჰამიდ როსლანია. მისი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია ლეპტოპი, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებთან მიმოწერა აღმოჩნდა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული წვრთნას გადიოდა სირიაში მდებარე ტერორისტთა ბანაკში და ის ტერორისტული დაჯგუფების მიერ რამდენიმე წლის წინ იყო “დავერბოვკებული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები