აშშ-ის ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის დელავერის შტატის ქალაქ სმირნას ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ მძევლების გათავისუფლება შეძლო. ციხის შტურმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. ციხის პატიმრებმა ოთხშაბათს მძევლად ოთხი ადამიანი აუყვანეს. ისინი ჟურნალისტებს დაუკავშირდნენ და მძევლების აყვანა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაუკავშირეს. პატიმრები აცხადებენ, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ციხეებში ყოფითი პირობები გართულდება. სმირნას ციხე დელავერის შტატში ყველაზე დიდი პენიტენციური დაწესებულებაა. აქ სიკვდილმისჯილთა კამერებიც არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები