თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ახლო ნათესავი დააკავეს

თურქეთში  ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ახლო ნათესავი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა “Hürriyet” იუწყება. ფეთჰულაჰ გიულენს თურქეთის ხელისუფლება გასული წლის 15 ივნისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
გიულენის ახლო ნათესავი და კიდევ სამი მამაკაცი მანისას პროვინციაში დააკავეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გასული წლის ოქტომბერში  პოლიციამ იზმირში ფეთჰულაჰ გიულენის ძმა დააკავა.
ანკარამ რამდენჯერმე მიმართა აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ექტრადირების მოთხოვნით, მაგრამ აშშ-დან დადებითი პასუხი არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები