აშშ-ის თავდაცვის მდივანი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ჯეიმს მეტისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. შემდეგ ის იაპონიაში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა “NHK” იუწყება.
პენტაგონის ხელმძღვანელის ვიზიტი ამ ქვეყნებში მიუთითებს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან თანამშრომლობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
ჯეიმს მეტისი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, ვინც იაპონიაში ჩადის.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შედეგად უნდა გაქრეს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებული შიში, რომ დონალდ ტრამპმა ამ ქვეყნებთან შესაძლოა, სამეკავშირეო ურთიერთობებს გადახედოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები