დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

პარლამენტში ორდღიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტს 498-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 114-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 6 თებერვალს გაიმართება.

პარლამენტში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დასაწყებად მთავრობას პარლამენტის ნებართვა სჭირდება. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დასასრულებლად დიდ ბრიტანეთს 2 თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები