კიევის ინფორმაციით, დონბასში კიდევ 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 14 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრორუსმა „ბოევიკებმა“ გააგრძელეს დასახლება ავდეევკის დაბომბვა. ამ დროს გამოყენებული იყო რეაქტიული დანადგარი „გრადი” და არტილერია. ცეცხლი მარიუპოლის მიმართულებითაც გაიხსნა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სეპარატისტთა ფორმირებებმა უკრაინელ სამხედროებზე რამდენჯერმე მიიტანეს იერიში. მაგრამ ყველა შეტევა მოგერიებული იყო.
თავის მხრივ, ე.წ. დონესკის რესპუბლიკის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიის მხრიდან ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები 29 იანვარს განახლდა. დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ორშაბათს საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მან მოუწოდა რუსეთს ყველა ძალა იხმაროს, რათა პრორუსმა “ბოევიკებმა“ ცეცხლი შეწყვიტონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები