ომსკში პოლიციამ მძევლობიდან 13 წლის გოგონა გაათავისუფლა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ომსკში პოლიციამ მძევლობიდან 13 წლის გოგონა გაათავისუფლა. ის მძევლად 41 წლის მამაკაცმა აიყვანა და დანით მოკვლით ემუქრებოდა.
პოლიციაში გოგონას ბებიამ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ მის სახლში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. მოხუცმა ქალმა მძევლობიდან თავის დაღწევა და სამართალდამველებთან დარეკვა შეძლო.
ადგილზე მოსულმა პოლიციელებმა ბოროტმოქმედის გაუვნებელყოფა და მისი დაკავება შეძლეს. ის ადრე ნასამართლევი აღმოჩნდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
16443309_10207882559853520_1960150562_n
16441669_10207882559893521_45231149_n
16506835_10207882559813519_1594374981_n
16443819_10207882559933522_1529087823_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები