აშშ-ის ქალაქ სმირნაში პატიმრებმა მძევლად დაცვის თანამშრომლები აიყვანეს

აშშ-ის დელავერის შტატის ქალაქ სმირნას ციხეში პატიმრებმა მძევლად დაცვის თანამშრომლები აიყვანეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი აღმოჩნდა. ორი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ერთ-ერთი პატიმარი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტებს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მძევლების აყვანა დონალდ ტრამპის გამო მოხდა.

„ამის მიზეზი ისაა, რაც მან გააკეთა და რასაც ახლა აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ციხეში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება“, – აცხადებენ პატიმრები.

პატიმრები ციხეში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. კერძოდ,  ნორმალური საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები