ნატო მოუწოდებს რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ხელი შეუწყოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, რომ მან ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ნატოს გენმდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ადგილი აქვს „ძალადობის ყველაზე სერიოზულ შემთხვევას ბოლო თვეების განმავლობაში“.
სტოლტენბერგი მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, რომ მათ მინსკის შეთანხმებები შეასრულონ და რეგიონიდან მძიმე შეიარაღება გაიყვანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები