ავღანეთში ეჭვიანმა ქმარმა ცოლს ყურები მოაჭრა

ავღანეთის ბალხის პროვინციაში ეჭვიანმა მამაკაცმა ქალი გაკოჭა და მას ორივე ყური მოაჭრა. ამჟამად დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ქალი ამბობს, რომ მას „არანაირი ცოდვა არ ჩაუდენია და არ ესმის, რატომ მოექცა მას ქმარი ასე“. „ის ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო და ხშირად უცხო მამაკაცებთან საუბარს მიკრძალავდა, ასევე ის ჩემი და ჩემი მშობლების ურთიერთობების წინააღმდეგი იყო“ – აცხადებს დაზარალებული.
პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მამაკაცი ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მისი ძებნა მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ქალთა და ბავშვთა დასაცავად ბოლო დროს რამდენიმე კანონპროექტი მიიღეს, ოჯახური ძალადობა აქ ძალზე გავრცელებულია.

_93906257__93902256_img_8850

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები