ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას მხარს უჭერს.
მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, საიედ კამალმა დაუდასტურა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ევროპარლამენტში კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის ლიდერთან, საიდ კამალთან. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჯგუფის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯგუფი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს   ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს არის ჯგუფის პოზიცია.
საიედ კამალი დაინტერესდა საქართველოში ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. საუბრის თემა იყო, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან.
ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს მხარი დაუჭიროს დემოკრატიული განვითარებისა და განმტკიცების პროცესში და ასევე, დაეხმაროს ქართულ მხარეს გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები