აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. დაჭრილია 24 ადამიანი.
დონეცკის მახლობლად, უკვე მესამე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ორშაბათს იქ 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 13 დაიჭრა.
თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლები დაბომბვებში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკი რამდენჯერმე დაბომბეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა და კიევში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები