“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა

“ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობის ზედა ნაწილი ჩამოიშალა.
დაზარალებულებმა სავაჭრო ცენტრიდან საკუთარი ნივთების გამოტანა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ არ მისცეს.
ხანძარი სრულად ლოკალიზებული ამ დრომდე არ არის.
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად, სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე საწყობები.
ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა ცეცხლს უკვე რამდენიმეა ებრძვის.
ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.
ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა თბილისის მერი. დავით ნარმანია დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები