გერმანიაში ნატოს ბაზაზე მყოფმა თურქმა სამხედროებმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს

გერმანიაში ნატოს ბაზაზე მყოფმა 40-მა თურქმა სამხედრომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა “Spiegel”-ი იუწყება.
სამხედროებმა გაზეთს განუცხადეს, რომ ისინი გასული წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ „წმენდაში“ მოხვდნენ და ისინი თანამდებობებიდან გადააყენეს. მათი თქმით, მათ პუტჩის ორგანიზატორებთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
„ჩვენ უბრალოდ, ძლიერ დასავლეთზე ორიენტირებულ თურქეთს ვუჭერთ მხარს“, – აცხადებენ სამხედროები. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ თურქეთისთვის 8 სამხედროს გადაცემაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მათ სიცოცხლეს სამშობლოში საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები