უამინდობის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი გაუქმდა

დღეისათვის დაგეგმილი სტამბოლი-ბათუმის რეისი გაუქმდა, აღნიშნულის მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისი დღეს 17:50 საათზე უნდა შესრულებულიყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ რეისს, დაბალი ხილვადობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა.
როგორც აეროპორტში განმარტავენ, უახლოესი საათების განმავლობაში, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, თვითმფრინავს ბათუმის აეროპორტში ელოდებიან.
რაც შეეხება ბათუმი-მოსკოვის რეისს, ის დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით, 16:30 საათზე უნდა შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები