ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ერთ-ერთი კუნძულის ფართობი გაიზარდა (ვიდეო)

ჰავაის კუნძულებზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის შედეგად, ამავე სახელწოდების კუნძულის ფართობი გაიზარდა.
ვულკანიდან ამოსული ლავა წყნარ ოკეანეში ჩაიღვარა. გავარვარებული ლავისა და წყლის შეჯახების შედეგად, ლავა კლდედ გადაიქცა და კუნძულის ფართობი გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ახლად გაჩენილ მიწის ფართზე მისვლას არ ურჩევს. ვულკანური წარმოშობის ქანები თავდაპირველად არასტაბილურია და ის შეიძლება ნაპირს მოტყდეს და ოკეანეში ჩავარდეს.
თავად ვულკანი კი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები