“თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმში მუშაობს” – სად უნდა დარეკოთ შეფერხების შემთხვევაში

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დილის 6 საათიდან მუშაობს – გაიწმინდა გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში დაიწყება და შესაბამისად, დაიყრება ტექნიკური მარილიც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, შეფერხების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე: 2619050.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები