საქართველოში თოვა გაგრძელდება – ამინდის პროგნოზი

საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვარს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, დედაქალაქშიც მოთოვს.
რაც შეეხება იანვრის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზს, ცივი და თოვლიანი ამინდი ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოს ცალკეულ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დედაქალაქშიც ითოვებს. 29 იანვრიდან 30 იანვრის დილამდე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადის გავრცელების გამო საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, გზებზე ლიპყინული. ჰაერის ტემპერატურა -3, +2 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში მცირე თოვლი მოსალოდნელია 29 იანვარს ღამისა და დილის საათებში. 31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდება ყინვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები