მეცნიერებმა ადამიანის და ღორის უჯრედებისგან ემბრიონი შექმნეს
ადამიანის და ღორის უჯრედებისგან მეცნიერებმა ემბრიონი შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა the Cell იუწყება. ემბრიონის უჯრედების მხოლოდ 0,001%-ს ადამიანის უჯრედები შეადგენს, დანარჩენი ღორს ეკუთვნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ექსპერიმენტის დახმარებით მომავალში ცხოველების ორგანიზმში ადამიანის ორგანოების შექმნა გახდება შესაძლებელი. მეცნიერები ამბობენ, რომ ღორის ემბრიონში გადანერგილი ადამიანის უჯრედების უდიდესი ნაწილი დაიღუპა, თუმცა გარკვეული ნაწილი გადარჩა. ისინი ადასტურებენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის უჯრედები ცხოველში ვითარდებოდა.