“საქართველო ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მარტში მიიღებს”

“რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მარტში მიიღებს,. ამის შესახებ იოზვიაკმა ტვიტერში დაწერა.
გარდა ამისა, ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება მიმდინარე წლის მაისში მოხდება.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კენჭი უნდა უყაროს 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები