იაპონელმა სპეციალისტებმა თაგვის ღეროვანი უჯრედებიდან ვირთხის სხეულში კუჭქვეშა ჯირკვალი შექმნეს
იაპონიის ტოკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თაგვის ღეროვანი უჯრედებიდან ვირთხის სხეულში კუჭქვეშა ჯირკვალი შექმნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სრულფასოვანი ორგანო სხვა ბიოლოგიური სახეობის ორგანიზმში იყო შექმნილი. ამის შემდეგ მეცნიერებმა კუჭქვეშა ჯირკვალი თაგვის სხეულში გადანერგეს, სადაც ის კარგად ფუნქციონირებდა. უფრო მეტიც, თაგვის მდგომარეობა, რომელიც დიაბეტით იყო დაავადებული, ჯირკვლის გადანერგვის შემდეგ გაუმჯობესდა და სისხლში გლუკოზის რაოდენობა უფრო ეფექტიანად დარეგულირდა. მომავალში მეცნიერები ღორის სხეულში მაიმუნის ორგანოების შექმნასაც აპირებენ. გასული წელს კი კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი ღორის ორგანიზმში ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვლის შექმნას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, თუ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, ადამიანის ორგანიზმში მისი გადანერგვა გახდება შესაძლებელი. ამ კვლევებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცხოველის სხეულში ადამიანის ორგანოების გამოყვანა სახიფათო და ამორალურია.