“ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“

ის, რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
სესიაშვილის თქმით, სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადასცემოდა.
“ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე უმცირესობაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის, რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი – ასე უცხოვრიათ. მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები